ვარდების რევოლუციის დღიდან ძეგლთა დაცვის სტრუქტურები და პროფესიონალიზმი მოიშალა - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ძეგლთა დაცვის სტრუქტურებისა და პროფესიონალიზმის მოშლა დაიწყო.

ჩვენ გვაქვს მზადებაში ძალიან დიდი სიახლე. რომელსაც, რომ გამოვიტანთ გარეთ თქვენც და საზოგადოებაც იფიქრებთ, რომ ეს ხომ ისედაც ასეა და ეს ხომ ისედაც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დღიდან დაიწყო მოშლა ძაგლთა დაცვის სტრუქტურებმა და პროფესიონალიზმმა. იქ რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ არა ნგრევის ფორმით, - თქვა წულუკიანმა იმედთან.

წულუკიანმა, ამის შემდეგ "ოსტატების რეესტრის" შექმნა დაანონსა. 

ცნობისთვის, პრემიერის 19 მარტის განკარგულებით თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. კულტურის მინისტრის ამპლუაში, წულუკიანმა დაიწყო კულტურის კოდექსზე მუშაობა და რეპრესიებიც დაანონსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი