
ბათუმის საკრებულომ სანაპიროს სასტუმრო "ლე მერიდიენ" პლიაჟის ნაწილით იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბულვარის დირექტორმა ფაქტი გააპროტესტა.
საკრებულოს სხდომა დღის განმავლობაში ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური იყო როგორც სხდომაზე ასევე შენობასთან. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ბულვარის ტერიტორიაზე სანაპიროს გასხვისებას აპროტესტებენ სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ამის საშუალებას მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.
ხმაურიან სხდომაზე შესვენების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხს ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცების დროს დაუბრუნდებიან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.