
"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმების ენით საუბრობს და ამის მიზეზი არის მათი მიზანი, ჩაშალონ მოლაპარაკებები. ამ განცხადებებით სუბარი კრისტიან დანიელსონსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას გამოეხმაურა.
ულტიმატუმების ენით საუბარი, რაც ვერ მოიშალა და არ მოიშალა ოპოზიციამ, მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე, რომ ჩაშალონ მოლაპარაკება. არ მოაწერონ ხელი არაფერს, იმიტომ რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, იყოს ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა, არ დალაგდეს სიტუაცია და რომ რაღაცნაირად ვეღარც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვეღარც კოვიდის დამარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე...,- ამბობს სოზარ სუბარი.
ამავე თემაზე: