ხელისუფლების თავხედური პოზიცია მალაპარაკებს, რომ შეთანხმება ვერ შედგება - ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში არ არიან ადამიენები, რომლებიც ხელს ისეთ დოკუმენტს მოაწერენ, სადაც ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი არ არის. მისი თქმით, თუ ოპოზიციაში ასეთები არიან, ისინი "ელისაშვილიზაციის" პროცესში ჩაერთვებიან.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ბურჯანაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებების ფონზე, შეთანხმების იმედი არ აქვს.

პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ვერ წარმომიდგენია, რომელიც რაიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს, სადაც არ იქნება ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება დაფიქსირებული. ის უბრალოდ ელისაშვილიზაციის პროცესში ჩაერთვება და ისევე ჩართავს თვითგანადგურების რეჟიმს, როგორც ეს ელისაშვილმა გააკეთა. არ ვისურვებდი, რომ ვინმე ასეთი იყო, მაგრამ თუ პოტენციურად ასეთები არიან, რაც მალე ჩამოშორდებიან ოპოზიციას და რაც მალე მოხდება ლუსტრაცია, მით უკეთესი. ხელისუფლების არაადეკვატური და უბრალოდ თავხედური პოზიცია მალაპარაკებს იმაზე, რომ შეთანხმება სავარაუდოდ ვერ შედგება, - თქვა ბურჯანაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი
დოკუმენტს, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ, პარტიებს დღეს წარუდგენს. შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი