
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში ყველა ახალ მშენებლობაზე სრული მორატორიუმი დაწესდება. მისივე თქმით, ბულვარი სამართავად მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ბულვარის ისტორიულ-კულუტურული მემკვიდრეობის საზღვრებში სრული მორატორიუმის დაწესებას ყველა ახალ პროექტზე და ასევე, ბულვარი სამართავად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, შეცდომა იყო, როცა ბათუმის ბულვარი სამართავად აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს გადაეცა. ამავე თემაზე: