
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ კრისტიან დანიელსონის მიერ შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტში არ იქნება საუბარი ბარიერის დაწევაზე, იფიქრებს, ხელი მოაწეროს თუ არა შეთანხმებას.
არ მაქვს საფუძველი, რომ ან ოპტიმიზმით შევდიოდე [შეხვედრაზე] და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ, მაგრამ რავიცი, განსხვავებული დღეა, იმითი, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. ან დავთანხმდებით ან არა, გააჩნია რა იქნება... ან ასე იქნება, ან ისე... ვნახოთ რა პუტქნები დაიდება. თუ იქ იქნება პოლიტპატიომრები, არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ბარიერის დაწევა... მგონია, რომ ამას ოპოზიცია ხელს მოაწერს. წითელი ხაზები რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკება არ იქნებოდა. მაგის გარეშე არაფერზე საუბარი არ იქნება. ხელახალ არჩევნებამდე მისვლა და პოლიტპატიმრების საკითხი... თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ ხელი მოვაწერო თუ არა, - ამბობს ჯაფარიძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი
დოკუმენტს, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ, პარტიებს დღეს წარუდგენს. შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.