გავრცელებული ინფორმაციით, მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდება

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოს გადაიხდის, გიორგი რურუა კი ელექტრონული სამაჯურით ოდნავ მოგვიანებით, ნოემბერში გათავისუფლდება. 

აქვე, ცნობილი ხდება, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა.

ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. 

დანიელსონის მედიაციით, მოლაპარაკებები "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, თითქმის ოთხი საათია, მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი