
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, გიორგი რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდება.
როგორც ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, ოპოზიციამ ამ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროს. მისი ინფორმაციით, ამ შინაარსის შეთანხმებას ხელს არც "ქართული ოცნება" აწერს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, ეს წინადადებები "ოცნების საჭიროებებსა და კომფორტზეა აწყობილი. "როგორ დავითანხმო "ქართული ოცნება", არ არის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები არის, როგორ განვმუხტო მძიმე სიტუაცია," - ამბობს ნიკა გვარამია.
როდესაც საომარი მდგომარეობაა, შეცდომაა გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხებზე საუბარი, როცა ცეცხლის სშეწყვეტის შეთანხმება უნდა დაიდოს.. ამ დონის კრიზისი გვაქვს. რაღაცა დოკუმენტი შედგეს, სადაც ძირითადად, სამომავლო პერსპერქტივები წერია, ეს არის კლასიკური შეცდომა საომარ მდგომარეობაში. ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები იდება, დანარჩენი ხდება მერე, - აღნიშნავს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მისი დიდი შეურაცხყოფა იქნება. გიორგი რურუას გამოშვება კი "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე არ აწყობს.
მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა მელიასი და ძალიან დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის, ევროკავშირის მხრიდან, ვერ წარმომიდგენია რომ ეს შეიძლება მოხდეს. რურუას გამოუშვებენ სამაჯურით ნოემბერში, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და რურუას არჩევნებში ჩართვის რომ ეშინოდათ, იმიტომ დაიჭირეს. "ოცნებას" აწყობს რურუას გამოშვება ნოემბერში. როგორ შეიძლება ასე დოკუმენტის შედგენა, რა აწყობს "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნიკა გვარამია.
ამავე თემაზე: