
ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან, სადაც კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე 5 საათია მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: "ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს!"; "შეწყდეს პოლიტიკური დევნა".
მანამდე კი სამოქალაქო აქტივისტებმა კრისტიან დანიელსონს წერილი გაუგზავნეს.