მოვედით, რომ ოპოზიცია გავამხნევოთ - ალიკა კუპრავა

გამოქვეყნდა:

მოვედით, რომ გავამხნევოთ ოპოზიცია, - ამის შესახებ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ალიკა კუპრავა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. 

მოვედით, იმისთვის, რომ გავამხნევოთ ოპოზიცია. მადლობა გადავუხადოთ ერთიანობისთვის, გადამწყვეტი მოლაპარაკების წინ ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა გრძნობდეს საზოგადოების მხარდაჭერას და ნდობას. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც "ოცნებამ" შეიყვანა ქვეყანა, ამოიწუროს, - ამბობს კუპრავა. 

სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი