ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები დღეს, 31 მარტს პრემიერმინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ თქვა, რომ ღარიბაშვილმა ბიზნესასოციასიის წარმომადგენლები "დაამშვიდა". 

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ თემაზე იყო საუბარი, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს.

"დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რასაკვირველია, გაცვლითი კურსი ერთერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის.

ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა [პრემიერმა], ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ",- თქვა ფხაკაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი...

Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი