
ხმაურია ამ წუთებში ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილის გადასახვევთან, სადაც პოლიციამ გზა გადაკეტა და სამოქალაქო აქტივისტებს აეროპორტის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტის დაკავებაც დააპირა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ცნობილი ხდება, რომ პუტინის მეგობრები "რუმსის" დატოვების შემდეგ სწორედ აეროპორტისკენ დაიძრნენ. ისინი ქვეყანას დაგეგმილზე ადრე, მწვავე პროტესტის გამო ტოვებენ.
საქართველოდან დროზე ადრე გამგზავრება არც თავად კრემლის იდეოლოგმა გამორიცხა.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.