ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, ხელი მოეწერა დოკუმენტზე - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ამას განსხვავებით "რადიკალური ოპოზიციისგან", "მთელი ცივილიზებული სამყარო" აღიარებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას გამბედაობა არ ეყო, იმისთვის, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა და გამოსულიყო იმ ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით შევიდა.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. შესაბამისად, ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად ნებაყოფლობით შევიდა. დავრწმუნდით რომ მათ არ ეყოთ გამბედაობა და სამწუხაროდ, არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ადგილების განხილვაზე, და ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ არ გვექნება დრო დასაკარგი ამ უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად", - თქვა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი