პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, რუს პორპაგანდისტ ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის დაცვით შემოვიდნენ.

"პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს, აშშ-ს პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, ამასთანავე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტი ასევე PCR ტესტზე, შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.

პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი