
მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ "ქართული ოცნების" თავმდჯომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა. ამბობს, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდნა ჰქონდა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მას პრეტენზია არა მასპინძლებთან, არამედ მთავრობასთან აქვს, რომელსაც აფრთხილებდა, რომ პოზნერის შემოყვანა საქართველოში პრობლემა იქნებოდა.
კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ, აქ მთავარია სახლმწიფო როგორ იქცევა მთლიანად და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად ვინც მასპინძლობდა, იმ ქართველების გაშავება. არც კი მითქვამს იმ ადამიანების დამუნათება. ეს არ არის ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. მე მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც ძალიან კონკრეტული არგუმენტებით მივმართე, რომ ამ კაცის შემოშვება იქნება პრობლემა და არ უნდა შემოუშვათ, ამის უფლება გაქვთ, - ამბობს ხოშტარია "ფორმულას" ეთერში.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პუტინის მეგობრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს. მან პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების გატარებაში ნინო ბურჯანაძე "მთელი ოჯახით", ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.