პოზნერი არ ჩამოვიდოდა, ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტია რომ არ ჰქონოდა - ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პოზნერის ვიზიტსა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საუბრობს.  ამბობს, რომ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში არ ჩამოვიდოდა, თუ საქართველოს ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებოდა. 

ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ბატონი პოზნერი არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტი, ის არ არის ადამიანი, რომელიც ასე უცებ, უბრალოდ გადაწყვეტდა თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნას, მით უმეტეს, ისეთი შემადგენლობით, რომელიც იყო და ეს არ იყო მხოლოდ მისი პირადი მეგობრები. ეს სერიოზული დატვირთვის დელეგაცია იყო. ის, რა თქმა უნდა, ჩამოვიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებოდა ხელისუფლებისაგან უსაფრთხოების და შესაბამისი დახვედრის პირდაპირი და ძალიან ნათელი გარანტია. ეს გამოჩნდა კიდეც დახვედრის დეტალებში, იმ განსაკუთრებულ
პრივილეგიებში, რომელიც მიენიჭა ამ დელეგაციას და რომელიც არ აქვს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველას, გარდა "ქართული ოცნებისა", - ამბობს ბურჯანაძე. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი პუტინის მეგობრების ჩამოყვანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს. მან რუსეთის ინტერესების გატარებაში ნინო ბურჯანაძე "მთელი ოჯახით", ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია პირდაპირ დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი