"ოკუპანტები ფიქრობენ, რომ საქართველო არ მუშაობს სათანადოდ, გამოდის, რომ ზაზაც ასე ფიქრობს, თორემ რაღაცის იმედი რომ ჰქონოდა, იტყოდა. დამშვიდობებისას კი მითხრა 12 წელი, როგორ გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო", - ამბობს დე ფაქტო ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი "მთავარ არხთან" საუბრისას.
ირმა ბუთხიუზი გუშინ, ოჯახთან ერთად ცხინვალის ციხეში ქმრის სანახავად იმყოფებოდა. მისი თქმით, ზაზა გახელაძეს იმედი ჰქონდა, რომ ქართული მხარის მიერ დაკავებულ 2 რუს მესაზღვრეში გაცვლიდნენ, თუმცა მესაზღვრეების გათავისუფლების შემდეგ ეს იმედი გადაეწურა.
"მივედით ცხინვალის ციხეში, ზაზაც მალევე შემოიყვანეს. ვიყავით ე.წ. პაემნების ოჯახში, მე ზაზას მამა და ბავშვები. უიმედოდაა, ერთადერთი იმედი რაც მქონდაო იყო 2 მესაზღვის დაჭერა, მაგრამ ეს იმედი ისე მალე მოკვდა ვერც მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო და რატომ გააკეთესო. ზაზას ეუბნებიან [ოკუპანტები], რომ საქართველოს ჰყავს ჩვენი პატიმრები და რატომ არ ელევიან თუნდაც ერთ პატიმარში, რომ გაგცვალონო. არ ვიცი ვის გულისხმობენ, ვინ არის ეს პატიმარი და როდიდანაა ჩვენთან. ზაზა ელოდა, რომ რუს პატიმრებში გაცვლიდნენ. შემოსვლისთანავე მითხრეს, რომ შენ ისეთ მდგომარეობაში იყავი, შენს მხარეს, რომ ემოქმედა 9 სააათს არ გაგაჩერებდნენ აქო", - ამბობს ირმა ბუთხუზი.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში პოლიციამ გორში 2 რუსი მესაზღვრე დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.