კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო კასპის რაიონში საპოლიციო გამშვები პუნქტები განთავსდა. კონტროლი სამთავისსა და ქვემო ჭალაში 2 წერტილში ხორციელდება. სოფელში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
ვირუსი აღნიშნულ სოფელში 29 მარტს ადგილობრივ სასულიერო პირებს გამოუვლინდათ. შემდეგ კი კორონავირუსი მრევლში გავრცელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 326 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.