დღეს 18:00 საათიდან, 55 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს, 2 აპრილის 18:00 საათიდან 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია გაიხსნება.

55 წელს ზემოთ პირები ვაქცინის გაკეთებას 5 აპრილიდან შეძლებენ.

გაბუნიას განცხადებით, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 8 909 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა გაკეთებული, აქედან 6 893 "ასტრაზენეკას" ხოლო 2 016 "ფაიზერის".

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 326 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი