
"ქართული ოცნების" ოფისიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა შსს-სთან გადაინაცვლა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. გომელაურის უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.
"ოცნების" ოფისთან" პოლიციამ სულ 13 აქტივისტი დააკავა, მათ შორისაა ერთ - ერთი ორგანიზატორი ნიკა ფარულავა. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
გავრცელებული ინოფრმაციით რამდენიმე აქტივისტი უკვე გათავისუფლებულია.
აქტივისტებმა აქცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების პარალელურად გამართეს. ადგილზე კი ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გია ვოლსკიმ ახალგაზრდებს უხამსი ჟესტი აჩვენა.