ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მეორე ორმხრივი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, პირველ ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ჩაშლილ მოლაპარაკებებს, ევროპარლამენტის განცხადებასა და 15 მაისის აქციის სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

"მათ შორის, განხილვა იქნება იმ მოლაპარაკებების, რომელიც ჩაშალა "ქართულმა ოცნებამ" და იმ პოლიტიკური კრიზისის, რაც ქვეყანაშია, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების განწყობისა და იმ განცხადების, რომელიც გუშინწინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, აქციისთვის მზადება, თქვენ იცით, რომ 15 მაისს  ჩვენ ძალიან მასშტაბური აქციისთვის ვემზადებით. ასევე განვიხილავთ, ყველა იმ მიმდინარე საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიციის თქმით, დღეს ასევე ისაუბრებენ აქციამდე რეგიონებში გასვლასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციაზეც.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი