სტიკერები ვოლსკის უცენზურო ჟესტებით ბათუმში, "ოცნების" ოფისზე მიაკრეს 

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაძაბულობაა ბათუმში, "ქართ ოცნების" ოფისთან. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თბილისის აქციის პარალელურად კომენდანტის საათს აპროტესტებენ, ბათუმის 6 მაისის პარკიდან მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ ზუსტად 9 საათზე დაიძრნენ. ოფისის კედლებზე მათ სტიკერების გაკვრას სურდათ, რომლებზეც გია ვოლსკის უცენზურო ჟესტია გამოსახული.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქტივისტებმა სტიკერები გააკრეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებას, რა მუხლის საფუძველზე იცავდნენ სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს, თუმცა განმარტება ვერ მიიღეს.

სამოქალაქო აქტივისტები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში სირცხვილიას ოფისთან მისვლას გეგმავენ, სადაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ თბილისის აქციას, გააპროტესტებენ კომენდანტის საათს და მთელი ღამე იქ დარჩებიან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი