ბათუმში, ენმ-ის ოფისთან ცოცხებით მისულებს შორის, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლებიც იყვნენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მისულ, მმართველი პარტიის აქტივისტებს შორის საჯარო სამსახურში, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული პირები იყვენენ, - ეს ინფორმაცია მირდატ ქამადაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა.

მისი თქმით, აქტივისტებს შორის იყვენენ:

  • გალაქტიონ ორმოცაძე - საკრებულოს თანამშრომელი;
  • ზურა წულაძე - "ქართული ოცნების" შტაბის წევრი;
  • "და ვინმე იმედა, რომელსაც ბათუმში სუს-ის აგენტს უწოდებენ".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძის საჯარო შეხვედრისა და საკითხის განხილვისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, ბათუმში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მმართველი გუნდის აქტივისტები ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი