
ძალადობის წახალისება "ქართული ოცნებისგან" - "სირცხვილიას" ბათუმის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში მმართველი პარტიის დეპუტატმა, რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ სამოქალაქო აქტივისტების განცხადება გააზიარა, "ოცნების" მხარდამჭერების ძალადობა წაახალისა და ინციდენტში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეაქო.
"ლომებო. ჯიგარი ხარ, გიო.
[გიგა მაქარაშვილს] არავინ ჩალიჩობს რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას", - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი სამხარაძე იყო ის დეპუტატი, რომელმაც წარსულში Facebook-ზე პოსტი დაწერა და ხალხს ოპოზიციონერი გოგი წულაიას გინებისკენ მოუწოდა, ის წარსულში შეურაცხყოფას აყენებდა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
აქვე გეტყვით, რომ დიმიტრი სამხარაძე იმ ტეპუტატებს შორისაა, რომელებსაც მე-9 მოწვევის პარლამენტში ხმა არ ამოუღია.