
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, პარტიამ ის პირები გამოავლინა, რომლებიც გუშინ, 4 აპრილს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ცოცხებით "შეიარაღებულები" მივიდნენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საჯარო მოხელეა, დასაქმებულია აიპებსა და სსიპებში.
"ცოცხების აქციის" მონაწილეები:
გიორგი კირთაძის თქმით, ეს ბათუმში აქციის ორგანიზატორების არასრული სიაა.
გუშინ 4 აპრილს, ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მმართველი გუნდის აქტივისტები ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე