
ქართული ოცნება ოპოზიციას მანდატების გაუქმებაზე კიდევ ერთხელ ეტყვის უარს. გადაწყვეტილება უკვე დააანონსა შალვა პაპუაშვილმა
„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება,"- ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.