"ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი პრაქტიკა - ასე აფასებენ ოპოზიციაში ბათუმში, გუშინდელ აქციას. მათივე თქმით, "ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას ახალისებს და ამ პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება.
"ქართული ოცნება საბოლოოდ წარმოჩინდა იმ ძალად, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. თუ გავითვალისწინებთ გუშინ მომხდარ ფაქტს, მათ შორის ჩვენი საკრებულოს წევრის დაჭრას "ქართული ოცნების" აქტივისტის მიერ, ასევე, ბათუმში მომხდარ ძალიან მძიმე ფაქტს, როდესაც "ოცნების" ზონდერები, მიქსეული ადამიანები, ჩვენი პარტიის შტაბის წინ ცოცხებით დარბიან",- თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლელა ქებურიას შეფასებით, ხელისუფლება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ასე რეაგირებს კრიზისულ სიტუაციებში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგი ჩიხლაძის შეფასებით კი "ცოცხებით, ასეთი პოლარიზაციით ევროკავშირში ვერ შევალთ".
"ოცნების" აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ