ძალადობით ცდილობენ ჩვენს განეიტრალებას, ეს არ მოხდება - თავდასხმა ირაკლი ფანგანზე

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ალტერნატივას" წევრი, ირაკლი ფანგანი მასზე თავდასხმას ბათუმში 23 იანვარს მომხდარს უკავშირებს, როდესაც ფანგანმა "ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

ფანგანის თქმით, მასზე თავდასხმა ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.

"შიშით არ მეშინია, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ, აქტიურ რეჟიმში აქციას. 24 საათის განმავლობაში მე შიშით არ მეშინია, ეშინოდეთ ქართულ ოცნების აქტივისტებს, რომლებსაც ძალადობის მხრივ უნდათ რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ ეს არ მოხდება",-თქვა ფანგანმა.

გუშინ, 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქთან მოძრაობა "ალტერნატივას" წევრს სცემეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

ირაკლი ფანგანი სწორედ ის აქტივისტია, რომელმაც 23 იანვარს ბათუმში "ქართული ოცნების" დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი