ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში  ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი რესტორნის  მფლობელის შვილია.

არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ადგილობრივების ამბობენ, რომ დაჭრას წინ სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი