
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "აჭარის სატყეო" სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 280 ლარი მოთხოვეს და გამოართვეს, რა დროსაც ისინი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.