გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახმა გადაწყვეტილება მწერილს სურვილისამებრ მიიღო.

დოჩანაშვილის შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის გევრდით დაკრძალეს, რომელიც1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა. მანამდე სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გურამ დოჩანაშვილი თბილისში, 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. ის 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა.  ის ავტორია ნაწარმოებებისა, როგორიცაა "სამოსელი პირველი", "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. მან ბოლო წიგნი "ბრმადყოფილზე. და..." 2015 წელს გამოსცა. 

მწერალს "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიღებული აქვს პრემია "საბა" და იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი