ქართველების მიერ შექმნილი ასფალტის დამზადების ტექნოლოგია უკრაინაში გავიდა

გამოქვეყნდა:

ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი, ასფალტის დამზადების ტექნოლოგია უკრაინის ბაზარზე გავიდა. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება ტრადიციული ასფალტის მასალისგან განსხვავებით, გაცილებით გამძლეა.

"ეს ტექნოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არის ძალიან ეკონომიური, არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, დაახლოებით, 20-30%-ით უფრო იაფია. ეს არის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა წარმოება. ახლა ვეცდებით, ეს დავაპატენტოთ უკრაინაში და უკვე ამ ტექნოლოგიით დაიწყოს მუშაობა" - თქვა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სამშენებლო აკადემიის წევრმა, გია ნაცვლიშვილმა.

უკრაინის გარდა ქართული ინოვაციური ტექნოლოგიით, სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ, მოლაპარაკება პროდუქციის იმპორტზე, ყაზახეთთანაც მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი