გაიქცა თუ არა ქვეყნიდან ლაშა ნაცვლიშვილი? - გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ყოფილმა იდეოლოგმა, საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის ისევ უკან დაბრუნებას.
სავარუდოდ, ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს.
ირკვევა, რომ ქართულ ოცნებაში გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, ფიქრობენნ,რომ მმართველი გუნდის წევრებზე კომპრომატები აქვს. სწორედ დუმილის სანაცვლოდ მისცეს მას ქვეყნის დატოვების უფლება და ხელშეუხებლობის გარანტია.
მანამდე კი, დაბრუნებიდან 3 კვირის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილი პოს TV-დან ისევ წავიდა. ის პოს TV-ში 2021 წლის 21 თებერვალს დაბრუნდა.