შემოგდებული თემაა, ვითომ ლაშას კომპრომატები აქვს... სრული ბოდვა და ჭორია... - "ოცნება" ლაშა ნაცვლიშვილზე

გამოქვეყნდა:

მმართველ გუნდში ერთნაირი მესიჯბოქსით პასუხობენ გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავარი იდეოლოგის ლაშა ნაცვლიშვილის ქვეყნიდან წასვლის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი "თავისუფალი კაცია" და სადაც უნდა იქ წავა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ კომპრომატების თემა მმართველ გუნდს და შესაბამისად, მის იდეოლოგებს არასდროს ახასიათებდა.

ლაშა უნდა შვეიცარიაში წავა, უნდა ევროპაში, სადაც უნდა - თავისუფალი კაცია. კომპრომატების თემა არის ის, რაც ჩვენ არ გვახასიათებდა, მათ შორის ლაშასაც და არამგონია პოლიტიკური პოზიცია შეეცვალოს ამასთან დაკავშირებით. შემოგდებული თემაა, ლაშას ვითომ კომპრომატები გააჩნია და "ქართულ ოცნებას" ამით აშანტაჟებს, - ამბობს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ამილახვარიც, ვოლსკის მსგავსად ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს სადაც უნდა იქ წავა. ღარიბაშვილთან მუქარა კი "სრული ბოდვა და ჭორია".

პარტიაში იყო PR-ის კონსულტანტი, იცით, რომ აღარ არის, შესაბამისად არანაირი კავშირი აღარ აქვს პარტიასთან და "ქართულ ოცნებასთან" ამიტომ, მისი პირადი გადასაწყვეტია შვეციარიაში წავა, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილთან მუქარას, სრული ბოდვაა და ჭორია. ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებასვის კარგადაა ცნობილი რა კომპილაციაც იყო და როგორც იყო. გამოძიება დაწყებულია და თავის სიტყვას იტყვის, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

"ამგვარი მითები, ზღაპრები და მოგონილი ამბები" ცნობილია თამარ ტალიაშვილისთვის, რომელიც ამბობს, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს". 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ყოფილმა იდეოლოგმა, საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის ისევ უკან დაბრუნებას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი