"ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით" - ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაშია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყოფილი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ მართლაც შვეიცარიაშია. მართალია, მიზეზად ოჯახის მონატრებას ასახელებს, თუმცა ნაცვლიშვილის მტკიცება ხელს არ უშლის იმ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი იდეოლოგი ამავე პარტიის მთავარ მტრად იქცა.

არც გიპასუხებდით ამ სისულელეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ არ მოატყუოთ ხალხი, გეტყვით: ვინაიდან 4 წელი არ დამისვენია წამოვედით ჟენევაში ორი წლის უნახავი და მონატრებული შვილისა და შვილიშვილის სანახავად. ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით... მედიაში ვრცელდებაო მწერთ, მედიაში არაფერი არ ვრცელდება - თქვენივე პარტიის გარე სპიკერებს ავრცელებინებთ ამ სისულელეს, მერე თქვენვე ანიუსებთ და მერე საკუთარ ფეიკზე კომენტარს ითხოვთ. მეთოდები დაგიძველდათ... რაც შეეხება ხელშეუხებლობას, ჩემი შენ გითხარიო - სწორედ თქვენი კრიმინალი ლიდერები ითხოვენ ხელშეუხებლობას, ოღონდ ამას ამჯერად მართლმსაჯულების რეფორმას არქმევენ. და ბოლოს არ დაიღალეთ? - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი