"ქართული ოცნების" ხელისუფლება მესამე ლოქდაუნს აანონსებს. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირებულების ზრდის ტემპი არ შეჩერდა, შეზღუდვების შემოღება გარდაუვალია.
მანამდე ტიკარაძის უწყება კონტროლის გამკაცრებას ეტაპობრივად აპირებს. განსაკუთრებული სიმძიმით ამ ცნობას ბიზნესი შეხვდა - ეკონომისტები ადასტურებენ, რომ ქართული ეკონომიკისთვის კიდევ ერთი ჩაკეტვა სრული განადგურების ტოლფასი იქნება.
ამავე თემაზე: