ნიკა გვარამიას შეფასება IRI-ის კვლევასა და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია IRI-ის მიერ გუშინ, 5 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევას აფასებს. ამბობს, რომ კვლევა თებერვალშია ჩატარებული და აპრილში ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობა უცნაურია.

მართალი რომ გითხრათ, გამოქვეყნებაც უცნაურია, თებერვლის კვლევის აპრილში, ბოლომდე კორექტული არ მგონია, მაგრამ საინტერესო ტენდენციები, არის რა თქმა უნდა, და ამაზე საუბარი შეიძლება. რაც შეეხება საკუთრივ კვლევას, საკუთრივ კვლევა არის ჩატარებული 2-დან 26-მდე [თებერვალში]. ჩვენი ინფორმაციით, 18-დან 26-მდე ველში მოხვდა 200 გამოკითხული, ანუ 6-ჯერ მეტი გამოიკითხა 2-დან 18-მდე. 18 რატომ არის გარდამტეხი რიცხვი. 18-ში დაიჭირეს მელია. იცვლება პოლიტიკური რეალობა. 18-ში წავიდა გახარია. 18-ის მერე მობრუნდა გახარია და უკვე პოლიტიკაში ვრჩებიო, თქვა. 18-ის მერე გამოქვეყნდა ბერა ივანიშვილის  ჩანაწერები. არაფერი აქ ასახული არ არის. თვითონ ხედავთ, რომ ეს კვლევაში ასახული არ არის.

მარტო ჩვენი ინფორმაცია, რომ მხოლოდ 200 ადამიანი გამოიკითხა ამ პერიოდში, არ არის მიმანიშნებელი, არცერთი შეკითხვა არ არის დასმული იგივე მელიას დაჭერაზე, იგივე გახარიას წასვლაზე, მობრუნებაზე, ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე... კვლევაში ეს მოვლენები არ მოხვდა, შესაბამისად ვალიდური რამდენად რაის შედეგი, ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მე არ ვსვამ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთრივ კვლევაზე, რამდენად ვალიდური და კორექტულია დღეს ამის გამოქვეყნება, ამას ვკითხულობ. დღეს სხვა ვითარებაა და არ შეიძლება კვლევის დამკვეთმა ეს არ იცოდეს. მე ვიცი, რომ დღეს სხვა ვითარებაა, ამიტომ ჩვენ ჩვენს კვლევას ვატარებთ "იპსოსთან" ერთად, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება სავარაუდოდ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებითაც საუბრობს. 

ბატონი გახარია ზოგადად საინტერესოა. როგორც ფენონენი ჯერ არ გამოკრისტალებულა, მაგრამ საინტერესოა, რას იზამს, რას ილაპარაკებს, რა პოლიტიკური აქტივობები ექნება... ამით ჩვენ ვერ ვიგებთ როგორც გახარიას პოლიტიკური აქტივობის შეფასებას. ჩვენ არ ვიცით გახარია, როგორც ფენომენი, როგორ ფასდება, როგორც პოლიტიკოსი. გახარიას პრეტენზიას, რომ პოლიტიკაში სერიოზული ფიგურაა, არსებობის უფლება აქვს მაგრამ ამისთვის მან დიდი გზა უნდა გაიაროს ჯერ. პოლარიზაციის დასრულება, გეთანხმებით, მაგრამ ბატონი გახარია რა შუაშია ამასთან, ვერ ვხვდები, ქემოკლიძის განცხადებიდან გამომდინარე, ეს ვერ გავიგე. მესამე ძალად ყალიბდება გახარია? ეს ასე უნდა ჩავთვალოთ?, - ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირია პატრიარქი ილია მეორე (89%). მას მოსდევენ:

  • გიორგი გახარია - 65%
  • კახა კალაძე - 54%
  • დავით ბაქრაძე - 52%
  • ნიკა მელია - 42%
  • ბიძინა ივანიშვილი - 40%

ამავე თემაზე:

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75%.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი