რუსეთის ხელისუფლება მას ნელი სიკვდილით კლავს - amnesty international ნავალნიზე

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნი ციხეში ისეთ პირობებში იმყოფება, რომლებიც წამების ტოლფასია და რუსეთის ხელისუფლება მას, როგორც ჩანს, ნელი სიკვდილით კლავს - წერს amnesty international.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავალნის, რომელიც გასული წლის აგვისტოში მოწამლეს, ახლა ციხეში ძილის საშუალებას არ აძლევენ, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა მას ნორმალური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებაც არ აქვს.

ოპოზიციონერმა გასულ კვირას პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, 6 აპრილს კი ციხესთან, სადაც ის იმყოფება, მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციამ დემონსტრაციის 9 მონაწილე დააკავა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს2 თებერვალს კი 3.5 წლიანი  პატიმრობა მიუსაჯეს. 

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი