ცრუ და შეცვლილი ჩვენებები მეგი ბაქრაძის საქმეში - ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე საუბრობენ. ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ გამოძიება ხელოვნურად ცდილობს კვალის არევას და გამოკითხული მოწმეების ჩვენებებს ცვლის. მათივე განცხადებით, ერთი და იგივე მოწმეები 2 დღის ინტერვალში ჩვენებებს ცვლიან. 

ადვოკატებს კითხვებს უჩენს "ასტრაზენეკას" ფლაკონი, საიდანაც მეგი ბაქრაძე აიცრა, როგორც ამბობენ ის არა გარდაცვლილი ექთნის, არამედ მისი ქმრის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში დევს. ადვოკატები ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფლაკონზე დატანილ დროდ 11:20 წუთია მითითებული, მოწმეები კი ამბობენ, რომ აცრა დილიდან, მაგალითად 10:10 წუთიდან დაიწყო. 

"პაატა იმნაძეც არის გამოკითხული, ცალსახად ვერც უარყოფს, რომ მეგი ბაქრაძეს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი, ვერც ადასტურებს. 18 მარტს, მეგი ბაქრაძისგან აღებული იყო სისხლის ნიმუში ანაფილაქსიის დადასტურების მიზნით. გამოკითხულია პირი, უშუალოდ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი, არ ადასტურებს მეგი ბაქრაძის სისხლის კუთვნილებას", - თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.

ადვოკატები ამბობენ, რომ შეცვლილ ჩვენებებზე გამოძიება ცრუ ჩვენებების მიცემის მუხლითაც უნდა დაიწყოს. 

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა ანტისხეულებთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვის ნიშანი, ექსპერტიზის მიზნებისთვის შესაფერისი მეთოდი არის თუ არა "აიჯიემ" კვლევის სწრაფ ტესტზე ჩატარება. 

იდენტიფიცირებულები არიან მოწმეები, რომლებიც ცრუ ჩვენებას აძლევენ", - თქვა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.

ადვოკატები ითხოვენ საგამოძიებო უწყებამ ექსპერიმენტი ჩაატაროს, რაც ნათლად გამოკვეთავს ბრალეულობას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი