დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება:

მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს. 

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას" ნათქვამია განცახდებაში.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი