აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მუხთარლი უწყებაში ხვალ უნდა მივიდეს.

გარდა ამისა, მუხთარლი ხვალ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციასაც გამართავს. 

აფგან მუხთარლი საქართველოშია და ის გამოძიებისთვის, მიზი გატაცების საქმეზე, ჩვენების მიცემას გეგმავს.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი