უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება - სამხარაძე

გამოქვეყნდა:

უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება - ინფორმაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ავრცელებს. 

"უკრაინის თემაზე ჩემს კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა მქონდა. ვისაუბრეთ დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ვისაუბრეთ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გადადგას. ასევე ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატოს. ჩვენ ამ ნაბიჯებზე შევთანხმდით. უახლოეს მომავალში ჩვენი მხრიდან მათ მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება", - უთხრა ჟურნალისტებს სამხარაძემ.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენებზე რამდენიმედღიანი დუმილისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი