კარანტინის გაუქმებას არ ვაპირებთ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი დევნილებს

გამოქვეყნდა:

"ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი კარანტინი აუცილებელია და გაუქმებას არ ვაპირებთ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, დევნილებს უთხრა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შეხვდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ, "სირცხვილიას" წევრი, ნოდარ რუხაძე ავრცელებს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

დევნილთა სამინისტროსთან გვქონდა საპროტესტი აქცია. მოვახერხეთ და ორი აფხაზეთიდან დევნილი შევახვედრეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.

გიორგი წოწკოლაურის პასუხები:

  • ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი კარანტინი აუცილებელია და გაუქმებას არ ვაპირებთ.
  • რამდენი დროშაც არ უნდა იქნიოთ, “სირცხვილიამ” და სხვებმა, მაინც იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გვინდა.
  • თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, აქცია კი მიზანმიმართული პროვოკაციაა.
  • პოზნერი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოიყვანა.
  • რუსული ოკუპაცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულია, ჩვენ ნუ მოგვთხოვთ პასუხებს, - წერს რუხაძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი