
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ.
ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინას "მტკიცე" მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცვლელია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ",- თქვა სამხარაძემ.
უკრაინა ომის ზღვარზეა - რუსეთის არმიის მობილიზება ქვეყნის საზღვრებთან ადგილზე ვითარების უკიდურესი გამწვავების მიზეზი ხდება. უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა, ლუგანსკში კი კიდევ 2. ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია ნათქვამი.
ამავე თემაზე: