აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდება და მისგან პირადად მოისმენს მოსაზრებებს გამოძიებასთან დაკავშირებით.

"უმნიშვნელოვანესი საქმეა, უკვე მერამდენე წელია ხვდება ჩვენ ანგარიშებში საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული და არაა დასრულებული. საქმე, რომელსაც ჰქონდა და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო რეზონანსი.

მე ვგეგმავ პირადად შევხვდე აფგან მუხთარლის და მისგან მოვისმინო ის სათქმელი რაც მას უშუალოდ აქვს სახალხო დამცველთან და გავიგო მისი მოსაზრებები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით", - ამბობს ნინო ლომჯარია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა პროკურატურამ მისი გამოკითხვა ვერ შეძლო.  უწყებამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თარჯიმანი ვერ დაახვედრა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი