"ჩვენამდეც მოვლენ" - უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდება

გამოქვეყნდა:

Hands off Ukraine and Georgia ! - ამ ლოზუნგით გირჩი, ორშაბათს, 14:00 საათზე, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავს - ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს - ვისაც გესმით დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში

ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვას არ ეგუება ოკუპანტი. რუსეთი უპირისპირდება ყველას,

ვინც მონობასა და მორჩელებაზე ამბობს უარს.

ვინც დასაყრდენს ხედავს ევროპაში.

ვინც დასაყრდენს ხედვას აშშ-ში.

ვინც დასაყრდენს ხედავს ნატოში.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება.

გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, აქტიურად ლობირებს საქართველოს ნატოსა და ევროპის გაერთიანებაში გაწევრიანებას.
ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება თუ როგორ ემუქრება რუსეთი უკრაინის დასავლურ გზას, ნიშნავს, რომ ჩვენამდეც მოვლენ. მოვლენ იმაზე ახლოს, ვიდრე არიან დღეს

ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა, ლუგანსკში  - 2. ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია ნათქვამი. 

დღეს დონბასში ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი