9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგაბენ

გამოქვეყნდა:

32 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, რომლის დროსაც რუსეთის ჯარმა რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია დაარბია.  დილიდან პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. 

ადგილზე შეკრებილები არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები.

"9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, დღე რომლემაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან საქართველო კვლვა ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და შეეწირა ამ ბრძოლას და ჩვენი ვალი, ქვეყნის, ერის ვალია მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

 ცოტა ხნის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკეს "ევროპული საქართველოს" წევრება. 

"ტრაგიკული დღეა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბოროტების იმპერიამ ამ დღეს შეიწირა ჩვენი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლე. როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ამ ფორმით ღიად გამოხატა თავისი უარყოფა ოკუპააციის და საბჭოთა ინპერიის ნაწილად იძულებიით ყოფნის წინაარმდეგ, ამავე დროს არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღე", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი