8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი და არავის ჭკუას არ უნდა არიგებდეს - ბოკერია ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებენ ოპოზიციაში. მათ დღეს ზურაბიშვილის მისი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გიორგი რურუას შეწყალება გაახსენეს და აღნიშნეს, რომ ნაბიჯის გადადგმა გვიანი არც ახლაა.

"ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც დანიშნულია "ქართული ოცნების" მხრიდან, ბუნებრივია, ის არ წარმოადგენს არც საქართველოს მოქალაქეებს, გულწრფელად რომ გითხრათ, მის გამოსვლას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ის არის დროებითი მოვლენა, ამ ქვეყანაში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და შეიცვლება პრეზიდენტიც", - თქვა ენმ-ს წევრმა, აკაკი მინაშვილმა

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, "მორალური სიმაღლეებიდან" საუბარს სჯობდა პრეზიდენტს მაგალითი მიეცა ყველასთვის, პირველ რიგში კი "ოცნებისთვის" - რას ნიშნავს ნაბიჯის გადადგმა და შეეწყალებინა გიორგი რურუა.

"ადამიანი რომელმაც თავის დროზე 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი იმით, რომ თავის მოვალეობა არ შეასრულა, პოლიტიკურ მოვალეობას ვგულისხმობა, მორალურს და არა ირურიდიულს, ახლა არავის ჭკუას არ უნდა არიგებდეს", - თქვა მან. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის ნათქვამს "ჩალის ფასი" აქვს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი