საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ეყო.
"ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ "დათმო" პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას.
ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს, 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე.
მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის!" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა დარბაზი მთლიანი დახვდებოდა. მისი თქმით, ევროკავშირისგან ყველა დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და "საკმარისად ვერ გავიაზრეთ და დავაფასეთ".
ამავე თემაზე: