შესვენების შემდეგ მზად ვარ მომხდარი მოვლენების ჩემი ვერსია მოვყვე - მუხთარლი გამოკითხვაზე

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი დაკითხვიდან გამოვიდა, შესვენების შემდეგ პროცესი 1 საათში გაგრძელდება. მისი თქმით, 4-საათიანი დაკითხვისას კითხვები ძირითადად გატაცებას შეეხებოდა. მუხთარლის განცხადებით, შესვენების შემდეგ მზადაა მოვლენების მისი ვერსია მოყვეს.

"მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე ვინც მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მე მხოლოდ იმ უწყებებზე შემიძლია საუბარი, ვინც იყო ჩართული ჩემს გატაცებაში. შესვენების შემდეგ მზად ვარ მოვუყვე უკვე მომხდარი მოვლენების ჩემი ვერსია.

თარგმნის პრობლემა დღეს არ იდგა. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს, ვფიქრობ რომ ეს დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და არ მაქვს სიმართლის დადგენის იმედი. კვირიკაშვილი თუ უარყოფს ჩემს საქმეზე ბრძანების გაცემას ე.ი. ის არც ყოფილა პრემიერი მაშინ და სხვის ბრძანებებს ემორჩილებოდა", - თქვა აფგან მუხთარლიმ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აფგან მუხთარლი გუშინ, 8 აპრილს ვერ გამოკითხა, რადგან თარჯიმანის პრობლემა შეიქმნა. პროცედურა დღეს გაგრძელდა.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.

თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი